მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები მზად არიან იქ გააგრძელონ მუშაობა, სადაც შესაბამის პირობებს შეუქმნიან

მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დასაქმებულმა პირმა მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა, ისინი ელოდებიან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათგან შეთავაზებას ალტერნატიულ ფართზე.

„ჩვენ ახლა დახლებს იმიტომ არ ვხსნიდით, რომ ველოდებით კულტურის სამინისტროდან წარმომადგენელს და მზად ვართ იქ დავიწყოთ მუშაობა, სადაც შემოგვთავაზებენ და შეგვიქმნიან პირობებს“, - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

ამასთან, გარემოვაჭრეები ეხმაურებიან საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ აუცილებელია გარევაჭრობის მოწესრიგება.

„მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც ანტისანიტარიაზე საუბრობენ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თვითონ სასულიერო პირების მხრიდან ხდება ტერიტორიის დაბინძურება. ისინი ყრიან ნარჩენ სანთლებს და სხვადასხვა ნივთებს ღია სივრცეში“, - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის თქმით, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს ადგილს, სადაც გადაიყვანენ გარემოვაჭრეებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა