საია - გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომეტეტში საქართველოდან გაგზავნილი ფემიციდის საქმის განხილვა მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომეტეტში (CEDAW) საქართველოდან გაგზავნილი ფემიციდის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-დან აცნობეს, საქმე ერთ-ერთია 2014 წელს მომხდარი ფემიციდის შემთხვევებიდან, სადაც ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლა. მათივე განმარტებით, ქალმა ძალადობის გამო სამართალდამცავი ორგანოებს მიმართა, თუმცა მათ არ მიიღეს სათანადო ზომები ფემიციდის თავიდან ასაცილებლად, ამასთანავე, არ მომხდარა ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშულის, გამოძიება და დასჯა.

„დაზარალებულის ოჯახის წევრების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს. საქმე კომიტეტში 2017 წლის 5 სექტემბერს გაიგზავნა, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს დაზარალებულის ოჯახის წარმომადგენლებმა კომიტეტში საქმის თაობაზე სახელმწიფოს მოსაზრებების შესახებ არგუმენტები წარადგინეს.

ეს არის პირველი ფემიციდის საქმე, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთან მიმართებით იხილავს. იმედი გვაქვს, რომ საქმეში არსებულ დარღვევებზე დაყრდნობით, კომიტეტი სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაციებს ფემიციდის პრევენციისა და მისი გენდერული ხედვით გამოძიების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის მისაღწევად“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა