სახალხო დამცველი რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს

სახალხო დამცველი რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ანგარიში შეეხება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„დღეს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში იქნება სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა. ნამდვილად მისასალმებელია ეს ფაქტი იმიტომ, რომ აქამდე როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობების მიმართ განხორციელებულ რეკომენდაციებზე, თვითმმართველობის სახით პასუხს გვცემდა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ უშუალოდ თვითმმართველობებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ასევე მათგან მივიღოთ პასუხები, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება. ანგარიშში თვითმმართველობების მიმართ გაცემული იყო 20 რეკომენდაცია, ხოლო 7 იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ გაცემული. ძირითადად, ეს რეკომენდაციები შეეხება სოციალურ საკითხებს, მათ შორის: უფასო კვებას, სათანადო საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას, შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს, ასევე ქალთა უფლებების დაცვას, გარემოს დაცვას, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურებაზე ვაკეთებთ აქცენტს; ასევე, სკოლებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და სანიტარულ პირობებს, რაზეც პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროსთან ერთად ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობებს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა