პროკურატურამ  სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტი გიორგი მაქარაშვილი დაზარალებულად სცნო

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, გასული წლის 10 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტი გიორგი მაქარაშვილი დაზარალებულად სცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, იგი დაზარალებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“-ს აქტივისტები გიორგი მაქარაშვილი, ანა ჭარხალაშვილი და ლუკა იმედაშვილი, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ატარებდნენ საპროტესტო აქციას. მათ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაყარეს პურის მარცვალი და ნაკელი. აქციის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეები კიბეებს ასუფთავებდნენ და მიტანილ ნაგავს პლასტმასის ურნაში ყრიდნენ, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა, რითაც გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი