ომბუდსმენი - უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რის გამოც მათ უწევთ დატოვონ სახლები და თბილისში ჩამოვიდნენ

საქართველოში უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, უსინათლო ბავშვებს უწევთ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, თბილისში ჩამოვიდნენ, ეს არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს განათლების მიღება იქ, სადაც მისი ოჯახია.

„ჩვენ უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლა გვაქვს, რომელიც თბილისში მდებარეობს. იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, უწევთ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, თბილისში ჩამოვიდნენ და იცხოვრონ სკოლა-პანსიონში. ეს თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს განათლების მიღება იქ, სადაც მისი ოჯახია. თუმცა, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რომელიც მათ ინტერესებს მეტ-ნაკლებად ემსახურება, უწევთ დატოვონ საკუთარი ოჯახი. ამიტომ, ეს ნამდვილადაა პრობლემა. თუ ამ საკითხებზე ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გამახვილდება, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა