„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროქსელის დიდი ნაწილი უკვე აღადგინა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროქსელის დიდი ნაწილი უკვე აღადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ დღეს დილით, ძლიერი ქარის გამო მოტეხილმა ხეებმა ბათუმში დაბალი ძაბვის საჰაერო ელექტროქსელი დააზიანა, ძველი ბათუმის დასახლების მცირე ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

„დაზიანებიდან რამდენიმე წუთში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნული დასახლების აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. მუშაობა კვლავ გრძელდება და ეტაპობრივად მიმდინარეობს ავარიების ლიკვიდაცია.

ძლიერი ქარის გამო, ელექტროქსელი ასევე დაზიანდა დმანისის, წალკას, ნინოწმინდას და ახალქალაქის რაიონებშიც. ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა აღნიშნულ რაიონებშიც არ მომხდარა, თუმცა აბონენტების ნაწილს აქაც შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტოენერგია. აღდგენითი სამუშაობი კვლავ გრძელდება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება“, - აღნიშნულია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა