ირაკლი კობახიძე - საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად დიდი მიღწევები გვაქვს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ

საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად გვაქვს დიდი მიღწევები, რაც აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, განხორციელებული თითოეული ცვლილება ორიენტირებულია ადამიანზე, მისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობის შექმნაზე. კონსტიტუციური ცვლილებები ასევე ამყარებს დემოკრატიული, დაბალანსებული მმართველობის სისტემას და ეს არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების მიმართულებით.

„ამ რეფორმების შედეგად, გვაქვს დიდი მიღწევებიც, რაც აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, საქართველო ლიდერია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის, მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის და სხვა მიმართულებებით. ქვეყანაში მედია თავისუფალია; რამდენიმე წელია საშუალოდ 5%-ით იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მთელ რეგიონში; საქართველო მიმზიდველი ქვეყანა ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. 2018 წელს 8,5 მილიონი ადამიანი ეწვია ჩვენს პატარა ქვეყანას ანუ, ტურისტების რაოდენობა ორჯერ და მეტად აღემატება მოსახლეობის რაოდენობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა