მიხეილ ბატიაშვილი - თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი

თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან სამინისტრო საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, ყველა მიმართულებას, მათ შორის სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავეთ უცხოელ პარტნიორებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის უცხოელ პარტნორებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, სკოლების უსაფრთხოება, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა