მარნეულში H1N1 ვირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა

მარნეულში H1N1 ვირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. კლინიკა ,,ავერსში" მწვავე რესპირატორული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით 59 წლის მამაკაცი მოათავსეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სიმპტომებიდან გამომდინარე თავიდანვე ეჭვი H1N1-ზე მიიტანეს, რაც შემდგომ ლაბორატორიულადაც დადასტურდა. ამავე კლინიკაში H1N1 ვირუსით, 39 წლის ქალბატონიც მოათავსეს, რომელიც ასევე მართვით სუნთქვაზეა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს