დავით ზალკალიანი - ვფიქრობ, ყველა მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, რომ საქართველო სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურად და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მდგრადი იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტულობას და იმას, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩარევა მიუღებელია.

„საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ამ მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრული ვართ, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. ვფიქრობ, ყველა მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, რომ საქართველო სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურად და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მდგრადი იყოს. ეს მთლიანად რეგიონში იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს.

დავით ზალკალიანის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა