„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე დიდ დიღომში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე დიდ დიღომში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია ამ შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ დიდ დიღომში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. აუცილებელია, ამ მძიმე შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა