ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

"ექიმის განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია", - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა