აფეთქების შედეგად  დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკიდან აცნობეს, მათთან შემთხვევის შედეგად მოთავსებული 5 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლისა და 6 თვის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე