ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, გიორგი ადუაშვილსა და მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

გიორგი ადუაშვილი, რომელიც ორი დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაიჭრა, მკურნალობას საავადმყოფოში ამ დრომდე გადის. ექიმის ინფორმაციით, მას 6 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქვს ბასრი საგნით მიყენებული. ადუაშვილი სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით, უცნობია.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა