ნინო ბურჯანაძე – უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს დედაქალაქში

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, თანაპარტიელებთან ერთად, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს დედაქალაქში. ძნელია, ასეთი განსაცდელის დროს ვიპოვოთ სიტყვები და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მათ. აფეთქებისას დაშავებულ ადამიანებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ," - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები