"ერთიანი საქართველოს" ლიდერი
ნინო ბურჯანაძე

ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი: 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე.

განათლება

დაიბადა თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1986 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1991 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1991-92 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, ხოლო 1992-95 წლებში — საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერეთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი.

პოლიტიკური კარიერა

1995 წლიდან გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 1995-1998 წლებში იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. იმავე წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-99 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. 1998 წელს აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, ხოლო 2000 წელს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად.

1999 წელს კვლავ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საარჩევნო სიით გახდა პარლამენტის დეპუტატი. 2000-2001 წლებში თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. 1999-2002 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2001 წლის ნოემბრიდან იყო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. იმავე პერიოდიდან გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე - დემოკრატები“ შემადგენლობაში და იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე.

2004 წელს კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობაზე იყო 2008 წლის ივნისამდე. 2004 წელს გამოდიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელმაც შეზღუდა პარლამენტის უფლებამოსილებები პრეზიდენტის სასარგებლოდ.

2007 წლის 25 ნოემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე კვლავ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. იყო მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წამყვანი სახე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ
ნინო ბურჯანაძე - ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო - ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა
ნინო ბურჯანაძე თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის საელჩოს, ხელისუფლებას და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
ნინო ბურჯანაძე - ხომ ვიცით, რომ არაფერი ეშველება ამ 12 რეკომენდაციას? - რამდენი ხანი აპირებს კიდევ ოპოზიცია ამ თამაშების გაგრძელებას?
ნინო ბურჯანაძე - სალომე ზურაბიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სახელი დღესაც არ უხსენებია - ვეჭვობ, იმაზე შორს ვერ წავიდეს, ვიდრე განცხადებებია
130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს
ნინო ბურჯანაძე - „ოცნებას“ უნდა, იქამდე იყოს სააკაშვილი ციხეში, ვიდრე ის იმდენად არ დასუსტდება, რომ საერთოდ ვეღარ შეძლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, როგორც ხელისუფლებამ და არა როგორც გაჯიუტებულმა ბავშვმა - სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის გარეშე
ნინო ბურჯანაძე - საზოგადოება პრეზიდენტისგან მეტ გამბედაობას ითხოვს - ფაქტია, რომ ის ამ გამბედავ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს
ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის „წისქვილზე ასხამს წყალს“, მათ შორის სამი პარტიის გაერთიანება, რომელიც პრაიმერისს აცხადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2022
ნინო ბურჯანაძე - ჯერ პრაიმერისის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? - ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს, მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს
ნიკა მელია - ვერავის დავეთანხმები, რომ ოპოზიცია უმოქმედოა, ოპოზიცია უკანასკნელი 10 წელია ებრძვის მძიმე მოწინააღმდეგეს, რომელიც პუტინის რეჟიმთან მჭიდრო კავშირშია
ნინო ბურჯანაძე - უკრაინის სანქციები არის პირველი მერცხალი, რომელიც კარგის მომასწავებელი ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის
ნინო ბურჯანაძე - ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, მაშინ არცერთი ქვეყნიდან ადამიანის შემოსვლა არავითარი საფრთხე არ იქნება
ნინო ბურჯანაძე - ის, რასაც საზღვარზე ვხედავთ, ხელისუფლების პრობლემაა, სხვა ქვეყნებმა მოახერხეს, რომ მსგავსი რამ მათ საზღვარზე არ ხდებოდეს - ნუ, რა ვქნათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი ითმენს
ნინო ბურჯანაძე - აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს - სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები
ანონსი 27 სექტემბერი
ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან