არმაზ ახვლედიანი - პატრიარქი არ განარჩევდა ყოფილს და მოქმედს, სამების ტაძარში ორი ყოფილი პრეზიდენტი მაინც უნდა იდგეს! - ილია მეორე ამას არ მოგიწონებდათ

კეთილგონიერება ჰქონდა პატრიარქს, ის არ განარჩევდა ყოფილს და მოქმედს და რა სამწუხაროა, რომ მის ამ ბრძნულ, სწორ, ხაზს ერის საყოველთაო გლოვის მომენტუმშიც კი ასე უხეშად არღვევენ და ახლა სამების ტაძარში, სადაც სათანადო საპატიო ადგილას ორი ყოფილი პრეზიდენტი მაინც უნდა იდგეს, სამგლოვიარო პროცესიის პარტიული კონიუნქტურით შებღალვა სცადეს! , - ამის შესახებ პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ილია მეორე ამას არ მოიწონებდა, მით უფრო კი იმას, რომ ჩანს, „გსურთ ახალი პატრიარქი თქვენი ვიწრო კონიუნქტურული შეხედულებების მიხედვით შეირჩეს!”.

„მთელი თავისი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში პირველად, 2015 წლის 12 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაწყვიტა, სააღდგომო ლიტურგია სვეტიცხოველში ჩაეტარებინა.

გამთენიისას, იქვე, საპატრიარქო რეზიდენციაში, მიგვიწვიეს ტრაპეზზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და მთავრობის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლითურთ დაესწრო (ნორლანდების წყვილი მთელი მსახურების განმავლობაში, თითქმის 5 საათი, ფეხზე იდგა დიდი შემართებით). პატრიარქის თხოვნით, ერთმა მღვდელმთავარმა ითამადა და ხელისუფლების სადღეგრძელოც შემოგვთავაზა. ამ დროს, მოულოდნელად, პატრიარქმა ის გააჩერა და შეახსენა, რომ ტრაპეზზე მყოფი ნინო ბურჯანაძეც სახელისუფლებო მემკვიდრეობის ნაწილი იყო და მეუფეს ამ სადღეგრძელოში ქალბატონი ნინოც მოახსენებინა.

ასეთი კეთილგონიერება ჰქონდა პატრიარქს, ის არ განარჩევდა ყოფილს და მოქმედს და რა სამწუხაროა, რომ მის ამ ბრძნულ, სწორ, ხაზს ერის საყოველთაო გლოვის მომენტუმშიც კი ასე უხეშად არღვევენ და ახლა სამების ტაძარში, სადაც სათანადო საპატიო ადგილას ორი ყოფილი პრეზიდენტი მაინც უნდა იდგეს, სამგლოვიარო პროცესიის პარტიული კონიუნქტურით შებღალვა სცადეს!

ილია მეორე ამას არ მოგიწონებდათ, მით უფრო კი იმას, რომ ჩანს, გსურთ ახალი პატრიარქი თქვენი ვიწრო კონიუნქტურული შეხედულებების მიხედვით შეირჩეს!

მჯერა, სინოდში მყოფი არცერთი კეთილსინდისიერი მღვდელმთავარი არ დაუშვებს უწმინდესი პატრიარქის ხსოვნისა და მემკვიდრეობის საპირისპიროდ და, რაც მთავარია, ღვთის ნების გაუთვალისწინებლად ამ არჩევანის გაკეთებას! არ დაუშვებს საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიაში რუსული ხაზის გაძლიერებას, არამედ, პირიქით, სრულად გაათავისუფლებს მისგან!“, - წერს ახვლედიანი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!