ნინო ბურჯანაძე - შეძრული ვართ რაჭაში მომხდარი ტრაგედიით

დღეს უსაზღვროა ჩვენი ტკივილი და დანაკარგი. ჭირისუფალი ვართ ყველა, იმ დაკარგული შვილების, დების თუ ძმების, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს.

„ამ მძიმე წუთებში ჩვენო ძვირფასო ქართველებო, გვინდა გაგამხნევოთ, გვინდა თანაგრძნობით ცოტათი მაინც გაგრძნობინოთ, რომ ჩვენ და ყველა, მთელი საქართველო, ერთიანია ამ დიდი ტრაგედიის წინაშე!

ჩვენ ვგლოვობთ, თქვენთან ერთად და იმედს გამოვთქვამთ, რომ დაღუპულების რიცხვი არ გაიზრდება და როგორც ყველა გასაჭირს, ამ გასაჭირსაც გავუძლებთ თითოეული ჩვენგანი და სრულიად საქართველო“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს