NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს

NMG-ის (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, განათლების მხარდაჭერის პროექტი წარმატებით გრძელდება.

ინიციატივა, რომელიც 2022 წლიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მოქმედი საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას.

პროექტის ფარგლებში, NMG რეგიონის სკოლებს აწვდის კომპიუტერულ ტექნიკას, ამდიდრებს სასკოლო ბიბლიოთეკებს ახალი ლიტერატურით და მოსწავლეებს ინდივიდუალურ სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებებს გადასცემს.

შემოდგომის ნაკადის ფარგლებში, NMG-ის გუნდი კიდევ 3 რეგიონის 4 საჯარო სკოლას ესტუმრება:

  • სოფელქვეშეთის საჯარო სკოლა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
  • სოფელუჯარმის საჯარო სკოლა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
  • სოფელთაბაგრების საჯარო სკოლა (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
  • სოფელმახათაურის საჯარო სკოლა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

შემოდგომის ეტაპამდე, 2026 წლის გაზაფხულზე, კომპანიის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გაუწიეს ორ საჯარო სკოლას მესტიის მუნიციპალიტეტში და ორს გურიაში. ზოგადად, პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობამ ჯამში 10 000-მდე მოსწავლეს მიაღწია.

"გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომავალი თაობისთვის. ცოდნაზე ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის უკეთესი პერსპექტივების შექმნის ყველაზე მყარი საფუძველია. ჩვენი მიზანია, ბავშვებს უფრო თანამედროვე და ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო შევუქმნათ", - აცხადებენ NMG-ში.

კომპანია განათლების მხარდაჭერის პროექტის გაგრძელებას და სამომავლოდ, საქართველოს სხვა რეგიონების მოცვასაც გეგმავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ