ნინო ბურჯანაძე - ყველა ოპოზიციური ძალა, ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს - თუ სტატუსზე ან სამუშაო ჯგუფში არ მუშაობ, თუ პარლამენტში არ იმუშავებდი, მაშინ რა გინდოდა პარლამენტში?

ყველა ოპოზიციური ძალა, ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა უნდა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ამოცანა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.

„იცით, რატომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი? ოპოზიციური პარტიების მოქმედებების აბსოლუტური უმრავლესობა მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ბევრი ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს. რეალობიდან ხომ უნდა ამოვიდეთ? მაქსიმუმ გადალახოს 2-3-მა პარტიამ და რა იქნება მერე? იქნება ისევ „ოცნების“ უმრავლესობა და საუკეთესო შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი იქნებიან დაახლოებით ისე, როგორც დღეს არიან და რას აკეთებენ პარლამენტში?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ გაძლიერდება, როდესაც წესიერად ერთმანეთსაც ვერ ელაპარაკებიან.

„მე მაინტერესებს, რა მოაძლიერებთ ამ პარტიებს? რომელი შეთავაზებაა ახლა ისეთი, რაც ოპოზიციურ პარტიას გააძლიერებს, როდესაც ადამიანები ხედავენ იმას, რომ ლაპარაკის მეტი არაფერი არ არის. ერთმანეთს ვერც ელაპარაკება წესიერად ოპოზიცია და ვერაფერს ცვლის პარლამენტში ყოფნით, რომელშიც წესით არ უნდა ყოფილიყვნენ როგორც თავად ჰპირდებოდნენ საზოგადოებას. ამ გზით ოპოზიცია ვერ გაძლიერდება. ორი საქმის კეთება თუ არ შეგვიძლია პოლიტიკოსებს ერთდროულად, ერთმანეთთან კონსულტაციების წარმართვა ისე, რომ საერთო გზა და სტრატეგია დაისახოს და პარალელურად თუ არ შეგვიძლია ჩვენი პარტიების გაძლიერება, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაში არაფერი გვესაქმება. ხელისუფლებაში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ 2 კი არა 10 საქმე გაქვს ერთდროულად საკეთებელი და ხანდახან მეტი. 11 თვე რომ არის დარჩენილი ჯერ შეიძლება ადრე იყოს საარჩევნო კონფიგურაციის გამოცხადება, საარჩევნო სიებზე საუბარი, მაგრამ ადრე არ არის იმ გზის დასახვა, როგორ მიდიხარ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში კანდიდატის სტატუსის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებები ამ შემთხვევაშიც არათანმიმდევრულია.

მისივე თქმით, კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, თუ რატომ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, თუკი კანდიდატის სტატუსის თემაზეც კი ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას არ აპირებს.

„სტატუსის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქაც გარკვეული სიყალბეა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სტატუსის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა დამოუკიდებელი სასამართლოა. დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებით არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება. მეორე კითხვის ნიშანი. დღეს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არის ოპოზიციასთან ერთად იმუშაოს სტატუსთან დაკავშირებით, ოპოზიციიდან პასუხი გაისმა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად არ ვიმუშავებთ. ერთის მხრივ თითქოს გასაგებია იმიტომ, რომ არცერთ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება ოპოზიციის აზრს არ ითვალისწინებს და ეს ოპოზიციის სისუსტეა, მაგრამ თუ სტატუსზე არ მუშაობ, თუ სამუშაო ჯგუფში არ მუშაობ, თუ პარლამენტში არ იმუშავებდი, მაშინ რა გინდოდა ამ პარლამენტში რომ შედიოდი?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო