ნინო ბურჯანაძე - მსურს დღევანდელი დღე მივულოცო მსოფლიოში ყველა ვეტერანს, ადამიანებს, რომლებმაც თავი გაწირეს და ბოლომდე იბრძოლეს უკეთესი მომავლისათვის

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა და მსურს დღევანდელი დღე მივულოცო მსოფლიოში ყველა ვეტერანს, ადამიანებს, რომლებმაც თავი გაწირეს და ბოლომდე იბრძოლეს უკეთესი მომავლისათვის, - ასე მიულოცა ვეტერანებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, ყველა მოქალაქე ვალდებულია არ დაივიწყოს გმირების თავგანწირვა.

„თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული ამ ომში და არიან ოჯახები საიდანც ხუთი, ექვსი, შვიდი და მეტი ადამიანია ფრონტზე წასული. წარმოუდგენელია ამ ადამიანების არ დაფასება. ვეტერანები იმსახურებენ, გვახსოვდეს მათი თავდადება, იმსახურებენ იცხოვრონ ღირსეულ საქართველოში." - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს