იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს

იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.

„ახლა კლინიკაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. ამ პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა, არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და პარამეტრებს დინამიკაში დავაკვირდებით. კონსილიუმის შედეგად, ჩვენ დღეს დამატებით დაგვჭირდება ყელ-ყურ-ცხვირის აქტიური ჩარევა. დამატებით ნეიროქირურგისა და ყბა-სახი ქირურგის ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა ჩხაიძემ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე