დავით სერგეენკომ ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილი ორსული მოინახულა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების ადგილთან ახლოს ცხოვრობდა

დავით სერგეენკომ „ღუდუშაურის კლინიკაში" მოინახულა ორსული, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. მინისტრის თქმით, ქალს ჩივილები ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს დილით „ღუდუშაურის კლინიკაში" შემოვიდა ორსული ქალბატონი, რომელიც აფეთქების არეალის ახლოს ცხოვრობდა. ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას შემოსვლისას გარკვეული ჩივილები ჰქონდა და რა თქმა უნდა, სწორი იყო, რომ მომართა სამედიცინო დაწესებულებას. ახლა კარგად არის და ნორმალურად გაგრძელდება ორსულობა", - განაცხადა სერგეენკომ.

კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტს ხილული დაზიანებები არ ჰქონდა და სავარაუდოდ, დღეს კლინიკაში დარჩება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი