“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების სისტემას აახლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 1 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მაგისტრალური ქსელი, სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

„ჭონქაძის ქუჩის N10-დან N14-ის ჩათვლით ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 17 იანვარს იწყება და თებერვლის ბოლოს დასრულდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას ჭონქაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გერგეთის, ინგოროყვას და ჩიტაძის ქუჩებით.

ჭონქაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს“, - ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა