აშშ-ის საელჩო დიდ დიღომში აფეთქებაზე - ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის“, - ნათქვამია საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა