ეკა ბესელია შვეიცარიის ახალი ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია შვეიცარიის ახლად დანიშნული ელჩის, პატრიკ ფრანცენის სახელით გამართულ პირველ მიღებას დაესწრო.

„შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები 2013 წელს დაფუძნდა და ამ პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს. ჩვენ სამომავლო ურთიერთობებში საინტერესო დღის წესრიგით არის გაწერილი, ეს შეეხება როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შორის თანამშრომლობას, ასევე საგანმანათლებლო და სამართლის სფეროებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიმართულებებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა პატრიკ ფრანცენის იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა 2008 წლის შემდეგ მედიატორი ქვეყნის სტატუსით ახორციელებს, მადლობა გადაუხადა. ეკა ბესელიამ პარლამენტის სახელით შვეიცარიელ ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შვეიცარიელი დიპლომატის მიერ გამართულ მიღებას პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.