ლევან ჟორჟოლიანი - თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები  პოლიტიკური ფარისევლობაა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი მშენებლობებთან და საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებზე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს. მისი თქმით, თბილისის მერმა დღეს განმარტა, რა შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში და ექსპლუატაციაში მიღება ფაქტობრივ გარემოებასთან პროექტის შესაბამისობას ნიშნავს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის დაერთების საკითხს, დეპუტატის განმარტებით, ეს მერიის კომპეტენციაში არ შედის.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში. რთულია ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მომხდარს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

2009 წელს, წინა ხელისუფლების დროს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რითაც გაუქმდა ნორმა, რომლის მიხედვით სახლებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, მოსახლეობის შესახლება იკრძალებოდა. ასევე, სწორედ წინა ხელისუფლების დროს , 2006 წელს გააუქმეს შრომის უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ, 2014 წელს დავაბრუნეთ ყველა ეს რეგულაცია, გამკაცრდა და ძალაში შევიდა სანქციები, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევაზე. ოპოზიცია ყველა რეგულაციაზე გვეუბნებოდა, რომ დერეგულირება იყო რეალური გამოსავალი. ახლა კი პირველი მარეგულირებლის როლში გამოდიან. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური ფარისევლობა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა