დავით ზალკალიანი - აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი“ კიდევ ერთხელ წარადგინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი“ კიდევ ერთხელ წარადგინეს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზალკალიანმა განაცხადა, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აქვს მყარი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

„აშშ-ს ახლად არჩეული კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ახალმა თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერალდ კონელიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კისინგერმა, კიდევ ერთხელ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ფაქტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, ორივე პალატაში, საქართველოს საკითხი პრიორიტეტული საკითხების დღის წესრიგში დგას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ახალ თანათავმჯდომარეებს ორივე პარტიიდან. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აქვს მყარი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა