ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და პასპორტის აღების პროცედურა გამარტივდა

„მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და პასპორტის აღების პროცედურა გამარტივდა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შემჭიდროვდა ვადებიც და 1 თვის განმავლობაში მოხდება საქართველოს მოქალაქეობის დადგენა. ციხელაშვილის ინფორმაციით, ეს პროცედურა უფასოა.

„მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და პასპორტის აღების პროცედურა გამარტივდა. ეს ეხება ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც დაიბადა საქართველოში ამ ტერიტორიებზე, ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე ან არის ასეთი პირის შვილის შთამომავალი. უშუალოდ პროცედურა მარტივდება, ანუ მარტივდება პირის იდენტობის დადგენა მოქალაქეობის ფაქტის დადგენისთვის, მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მათ აქვთ ხელთ. ამისათვის პარლამენტმა უკვე შექმნა საფუძველი.

მეორე ეხება ვადებს - ფაქტობრივად, ერთი თვის ფარგლებში ხდება მოქალაქეობის დადგენა და მესამე მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ ეს არის უფასო პროცედურა. ვითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობა განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრობს.

ასე რომ, სამი სიახლე რომ შევაჯამოთ: ეს არის პროცედურული გამარტივება, ეს არის მოკლე ვადები და ეს არის უფასო პროცედურა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს