დავით სერგეენკო - საღამოს ავამუშავებთ პროტოკოლს, რომლითაც ყველა ასაკის ადამიანისთვის წითელას ვაქცინის ადმინისტრირება იქნება უფასო

"საღამოს ავამუშავებთ პროტოკოლს, რომლითაც ყველა ასაკის ადამიანისთვის წითელას ვაქცინის ადმინისტრირება იქნება უფასო", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დადასტურებულად, ანკეტით იციან, რომ ვაქცინა გაკეთებული აქვთ, ან წითელა გადატანილი აქვთ, ვაქცინაცია აღარ სჭირდებათ, ხოლო მათ, ვისაც დადასტურებულად არ ახსოვთ, წითელას აცრა უნდა გაიკეთონ.

"წითელას შემთხვევებში მოცემულობა ასე იზომება - წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დარდება ავადობა. დღეის მდგომარეობით ავადობის 350 შემთხვევაა და მიუხედავად იმისა, რომ სხვა წლებში გვქონია 10 000-ზე მეტი შემთხვევა, ეს 24-ჯერ მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეპიდემიოლოგიური კანონები გვეუბნება, რომ ამას ეპიდ-აფეთქება ჰქვია წითელასთვის.

თუკი დოკუმენტირებულად იცით, ანკეტა გაქვთ ნანახი, სადაც წერია, რომ ორჯერადი აცრა გაკეთებული გაქვთ, მაშინ საჭირო აღარ არის. თუკი დოკუმენტირებულად გიწერიათ, რომ წითელა გადატანილი გაქვთ, საჭირო აღარ არის ვაქცინაცია. თუ გახსოვთ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ და სინამდვილეში შეიძლება გქონდეს ეს ორჯერადი ვაქცინაცია გაკეთებული, მესამე მაინც უნდა გაიკეთოთ. ეს არ გააფუჭებს არაფერს, ანუ ზედმეტი არ იქნება და გარანტირებულად დაგიცავთ. ანუ თუ ზუსტად არ გახსოვთ, უნდა გაიკეთოთ ეს ერთჯერადი ვაქცინა.

ამ ვაქცინის ადმინისტრირება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის ფინანსდებოდა: ბავშვებისთვის, როგორც გეგმური ვაქცინაციის ნაწილი და 20-40 წლის ასაკის მოქალაქეებისთვის, როგორც რისკ-ჯგუფი. ახლა, საღამოს ავამუშავებთ პროტოკოლს, რომლითაც ყველა ასაკისთვის, ანუ 40 წელზე ზევითაც იქნება უფასო სერვისი", - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა