მაია ბითაძე - ჩვენ განვიხილავთ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები - კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რაც არის დაუშვებელი”, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს სასტუმროს მშენებლობის პროცესის გარკვეული დროით შეჩერებაში.

„ეს არის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დროს მიღებული კიდევ ერთი მძიმე, მეტიც, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ხელი შეუშალეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სწორედ მათი ძალისხმევით შეჩერდა პროცესი და მოვიდა დღემდე. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თბილისის მერია მზადაა, შევხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს და ქალაქის, პარკის და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ვიმსჯელოთ კონსენსუსზე. რაც მთავარია, ამ საქმეში ჩვენ გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის დიდი იმედი”, -განაცხადა მაია ბითაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა