კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს ქაშვეთის ტაძარში მიუსამძიმრა. კახა კალაძე ქაშვეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად მივიდა.

ქაშვეთის ტაძარში დასვენებულია ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნათიას და-ნინო ციცვიძე.

„ეს არის სულისშემძვრელი ტრაგედია, მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, მივუსამძიმრო ოჯახს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქაშვეთის ეკლესიასთან თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, თბილისის მერია დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი რით გავამხნევო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას გვმართებს, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ მხარში დაზარალებულებს. თბილისის მერია აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, მაგრამ დაზარალდნენ, იყვნენ უზრუნველყოფილი იმ სასიცოცხლო აუცილებელი პირობებით, რაც საჭიროა", - განაცხადა ელოშვილმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო