დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე ქაშუეთის ეკლესიაში გუშინ გადაასვენეს. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდარი აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი გამოძიების ფარგლებში დააკავა. დაკავებულების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს