დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზის“ ორივე თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზის“ ორივე თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, დაკავებულები წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. "ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას, რაც 2-დან 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა.

ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო. ჩვენ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით გირაოს 3 ათასი ლარის ოდენობით.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მართალია მოხდა საშინელი ფაქტი, მაგრამ იმ პოზიციას, რაც ბრალდებას აქვს, ბრალდებულები არ იზიარებენ", - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი "ყაზტრანსგაზის" ორივე თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს