ანონსი  21 იანვარი

21 იანვარს, 10:30 საათზე, ბოლო დროს, სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაიმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც შეუერთდებიან ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ პეტიციას და გააჟღერებენ საერთო მოთხოვნებს.

მის.: ბოჭორმის ქ. #12 (იუსტიციის უმაღლესი საბჭო)

საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

21 იანვარს, 10:45 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღეს გამართავს. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი ილონა ხვიჩია - 591705481

21 იანვარს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

21 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ისაუბრებენ.

21 იანვარს, 11:00 საათზე, საკრებულოში გაიმართება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა, რომელზეც მიწვეულია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

თემა: ექსპლუატაციაში არ შესული კორპუსები

21 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამოქალაქო აქტივისტის, თეა კუჭუხიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება; სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის მოწოდება ვაკის პარკის დამცველებს. გარემოსდამცველების გეგმები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 იანვარს, 11:00 საათზე, ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქუთაისის მერის იმპიჩმენტს მოითხოვენ და კონკრეტულ გზებზე ისაუბრებენ, როგორ შეიძლება გიორგი ჭიღვარიას უფლებამოსილება შეუჩერდეს.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

21 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთი ლიდერის , ნატა ფერაძის პრესკონფერენია გაიმართება.

თემა: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება; სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის მოწოდება ვაკის პარკის დამცველებს. გარემოსდამცველების გეგმები - შესაძლოა, თუ არა თბილისში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის მსგავსი პროტესტი დაიწყოს?

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

21 იანვარს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველო - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო თამარა ჯინჭარაძე - 551662525

21 იანვარს, 12:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას წარუდგენენ.

მის.: უზნაძის ქ. #52

21 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის N85 ბაგა-ბაღს ეწვევიან და ზამთრის არდადეგების შემდეგ განახლებულ სააღმზრდელო პროცესს გაეცნობიან.

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N71

საკონტაქტო პირი ნინო გულბათაშვილი - 595 169163

21 იანვარს, 14:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება.

მის.: რუსთაველის გამზ. #12

საკონტაქტო პირი გიორგი კოპალეიშვილი - 595-298989

21 იანვარს, 14:00 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ოფისში, გაიმართება უსაფრთხოების კონფერენცია, სახელწოდებით: „შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები“. კონფერენციაზე განიხილავენ ბოლო პერიოდში შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მის.: კოსტავას ქ. #75ბ

საკონტაქტო პირი ლევან სიხარულიძე - 558 758 410

21 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში (ვერის ბაღი) გაიმართება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტო ალბომის პრეზენტაცია.

21 იანვარს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა