რუსთავში ბუნებრივი აირით დეკემბერში 34 ადამიანი, იანვარში კი 30 მოიწამლა

რუსთავში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, მოსახლეობის ბუნებრივი აირითა და ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის რაოდენობა გაიზარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრში განუცხადეს, მოსახლეობის ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზი საცხოვრებელ სახლებში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლები, ოთახის გამათბობლები ან დაზიანებული გაზგაყვანილობაა.

კომპანიის ინფორმაციით, დეკემბერში ინტოქსიკაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა და 34 ადამიანი მოიწამლა, იანვარში კი დღემდე, ინტოქსიკაციის თაობაზე 12 შეტყობინება შევიდა და 30 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.

„სოკარ-ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის დირექტორის გელა წერეთელის განცხადებით, კომპანიის უსაფრთხოების სამსახური, წელიწადში ერთხელ, ზამთრის სეზონის დაწყების წინ ამოწმებს გაზდანადგარებს, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულ გამათბობლებს კი ქსელიდან ხსნიან და ლუქავენ, თუმცა მოსახლეობა თვითნებურად კვლავ აერთებს მათ ქსელზე. მისივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ,,სოკარის“ ცხელი ხაზი - 16 114, სადაც მოსახლეობა სისტემატურად რეკავს. ცხელ ხაზზე შესულ ზარებზე რეაგირება კი ოპერატიულად ხდება.

დეკემბრიდან, დღემდე, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის ავარიულმა ბრიგადებმა 822 შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა