სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი - მერია ძველებურად ხელების გადაგრეხაზეა გადასული, მათი პირობები ჩვენთვის მიუღებელია

მერია ძველებურად ხელების გადაგრეხაზეა გადასული, მათი პირობები ჩევნთვის მიუღებელია, - ამის შესახებ სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რეალობა არის ის, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის, გადასული არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხაზე, ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავისი სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს. არადა ჩვენ გვაქვს ეს სპეცნებართვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ტექნიკური ხარვეზია, იმას სჭირდება ერთი სამუშაო. თუ ეს ნებართვა არ აღგვიდგინა მერიამ, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა, რომ აღვიდგენთ ამ მშენებლობის ნებართვას, რაც უკვე აღდგენილი გვაქვს ამ სპეცნებართვით, ამის გარდა ვიდავებთ ზიანზე, რაც ძალიან დიდია. იმის გარდა, რომ არის ზარალი, არის კიდევ დრო, რომელსაც ვკარგავთ. იმის მაგივრად, რომ ამაზე დაგელაპარაკონ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია",- განაცხადა ზაქაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა