დიდ დიღომში, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მიყენებულ ზარალს ითვლიან

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა #8-ში, იმ ადგილზე სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ავთანდილის ქუჩაზე 12:00 საათზე მივიდნენ. როგორც ჟურნალისტებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა განუცხადა, ისინი მოქალაქეებთან ერთად აღწერენ, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა მოქალაქეებს აფეთქების შედეგად, ინფორმაციას კი, საბოლოოდ, საბურთალოს გამგეობას მიაწვდიან.

„საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით დანიშნულია ექსპერტიზა ზარალის დასადგენად. აქ მოვედით საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის თანამშრომლები, რომლებიც დღეს პირველად შევალთ შემთხვევის ადგილზე. ამ ეტაპზე მიჭირს ზარალის ოდენობაზე საუბარი. ჩვენ შევალთ მოქალაქეებთან ერთად, ორ ჯგუფად და ვნახავთ ადგილზე სიტუაციას. საბოლოოდ, ინფორმაციას გადავცემთ გამგეობას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით აქტიურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა გიორგი ჩადუნელმა.

ავთანდილის N8-ში მოქალაქეებს შედგენილი აქვთ სია, რომლის მიხედვითაც ისინი ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად საცხოვრებელ კორპუსში ეტაპობრივად შედიან.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსს სამხარაულის ბიუროს ექსპერტები ამოწმებენ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს