მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი - ექსპლუატაციაში იქნებოდა თუ არა კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოხდა უბედური შემთხვევა

ექსპლუატაციაში იქნებოდა თუ არა მიღებული დიღომში კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოხდა უბედური შემთხვევა, - ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, რომელიც საკრებულოს ოპოზიციის მიერ დღეს სხდომაზე იყო დაბარებული.

გიორგი ბაგრატიონი აცხადებს, რომ საკრებულოსთან კომუნიკაციის პრობლემა მის სამსახურს არ გააჩნია.

„საკრებულოსთან ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს , ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვისაუბროთ. ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ კონკრეტულად მუნიციპალური ინსპექციის კუთხით. რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, რომელიც მოხდა, ჩვენ არ ვაპირებთ სპეკულაციებში შევიდეთ კონკრეტულ ჯგუფებთან, რომლებიც აპირებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყენონ იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი სამსახური არ აკეთებს რამეს. ექსპლუატაციაში იქნებოდა თუ არა კორპუსი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოხდა უბედური შემთხვევა. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოჯახებს დავეხმაროთ. რაც შეეხება ჩვენს სამსახურს, ვეცდებით ყველაფერი გავაკონტროლოთ, რაც ჩვენს საქმიანობაში შედის. კონკრეტულ პროვაიდერებს რაც შეეხება, ეს არის მათი პრეროგატივა და ვთხოვთ ყველას,თავისი ფუნქცია-მოვალეობა შეასრულონ“,- განაცხადა ბაგრატიონმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა