ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. ავარია რუსთაველის ხიდთან მოხდა.არსებული ინფორმაციით, ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.