ვენესუელაში 27 სამხედრო დააკავეს, რომლებმაც ეროვნული გვარდიის შენობიდან იარაღი მოიპარეს

ვენესუელაში 27 სამხედრო დააკავეს, რომლებმაც ვენესუელის ეროვნული გვარდიის შენობიდან იარაღი მოიპარეს. ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, რომ სამხედროები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ამბოხებას ამზადებდნენ.

ქვეყნის დედაქალაქში კარაკასში აღნიშნული დაკავების შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო. პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკება მოხდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებები ძირითადად დედაქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა