სამგორის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

აეროპორტის დასახლებასა და სოფელ პატარა ლილოში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა, კიდევ ორის სამშენებლო სამუშაოები კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი ადგილზე გაეცვნენ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ლილოს დასახლებაში სპორტული მოედნების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს თვეებში დასრულდება.

„ლილოს დასახლებაში ახალი სტადიონების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. სამგორის რაიონის გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე სპორტულ მოედანს გავხსნით. ჩვენი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. საბედნიეროდ ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი დაგეგმვის პროცესში „ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა