ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს ვადა

ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსხაურიდან აცნობეს, ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება, სადაც 21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია იმართება.

ქართველი პარლამენტარი, სესიის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის წევრებმა აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე. განხილული იყო ქვეკომიტეტების სტრუქტურა და დაინიშნენ კომიტეტის წარმომადგენელები ვენეციის კომისიასა და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფში.

ცნობისთვის, სხდომაზე გაიმართა მსჯელობა პატიმართა გადაყვანისას ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშის პროექტის, ანგარიშის რეზოლუციისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ. შედგა თემატური დებატები ადამიანის უფლებათა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა