ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს

თბილისში, 15 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, 90 ადამიანი ქირით მანამ იცხოვრებს, ვიდრე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხის თანახმად, კორპუსი გამაგრებას და რეაბილიტაციას ექვემდებარება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოებია ნაწარმოები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, პროექტი უკვე შესყიდულია, თუმცა რეაბილიტაციის დაწყებამდე ის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა შეამოწმოს. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ დადებულა. როგორც კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, სავარაუდოდ, პროექტზე ექსპერტიზის პასუხი იანვრის ბოლოს იქნება, ამის შედეგ კი, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ჯეი ბი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 400 ათასი ლარია. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსის რეაბილიტაციას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.

ცნობისთვის, ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 15 ნოემბერს დედა-შვილი გარდაიცვალა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა