საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას - #NotInMyParliament შეუერთდა

სტრასბურგში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას - #NotInMyParliament შეუერთდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 23 ნოემბერს წამოიწყო.

ინიციატივა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ასამბლეისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ ეროვნულ პარლამენტებში სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი გამოავლინა.

საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს