ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროგრამისტების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პირველი ეტაპის 30-ვე მონაწილემ 500 საათიანი ინტენსიური კურსი სრული დაფინანსებით გაიარა. კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბსა და საქართველოში არსებულ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში საქმდებიან.

პროექტის მენეჯერის ზურაბ პერტაიას განმარტებით, პროექტის მონაწილეებმა საბოლოოდ საკმაოდ სერიოზული პროექტი წარადგინეს.

„30 სტუდენტის 7 თვიანი გადამზადების კურსი დასრულდა. პროექტის მონაწილეებმა ისწავლეს HTML, Java script, CSS, React. ასევე, ისწავლეს ალგორითმები და ტექნიკური ინგლისური, ჰქონდათ მენტორინგის სესიები. საბოლოოდ მათ წარადგინეს კარგი და მძლავრი ელექტრონული კომერციის პლათფორმა. კურსდამთავრებულების ნაწილი ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბში ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მიღებულ პროექტებზე აუთსორსზე დასაქმდებიან. ნაწილი კი საქართველოში ტექნოლოგიურ კომპანიებში საქმდებიან. მეორე ნაკადი, რომელთა გადამზადებაც ასევე სრული დაფინანსებით ხდება, გაზაფხულზე დაასრულებს სწავლას,“ - განმარტავს ზურა პერტაია.

პლათფორმამ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 7 თვიან ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს, სტარტი 2018 წლის აპრილში აიღო.

პროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი და ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ გამოსაშვებ ღონისძიებას შესახებ გამართავენ. ტექნოლოგიური ჰაბი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და მისთვის გამოიყო განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. საინვესტიციო პროექტი დიდ როლს ასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ხელს უწყობს ქართველი აიტი სპეციალისტების საერთაშორისო, მაღალანაზღაურებად პროექტებში დასაქმებას.

ღონისძიებას, რომელზეც პირველი ეტაპის გადამზადებულების პროექტის წარდგენა მოხდა, ესწრებოდნენ: ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის სხვა დეპუტატები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა