გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო.

გიორგი გახარიამ ერიკ ჰოგთან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ფუნქციონირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის და ე.წ ,,ცხელი ხაზის“ ეფექტიანი ფუქნციონირების მნიშვნელობას.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა