ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გერმანიაში, ქალაქ აახენში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავება 15 სფეროში შეათანხმეს, რის განხორციელებასაც დაუყოვნებლივ შეუდგებიან.

დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „საფრანგეთისა და გერმანიისთვის დრო დადგა ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გაიყვანონ და მოემზადონ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ორ ქვეყანასა და ევროპას წინაშე დგას 21-ე საუკუნეში“.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს ყოველგვარ დახმარებასა და მხარდაჭერას აღმოუჩენენ, მათ შორის სამხედრო კუთხით. უსაფრთხოების სფეროში ქმედებების კოორდინირებისთვის შეიქმნება თავდაცვისა და უსაფრთხოების გერმანულ-ფრანგული საბჭო, რომლის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები მაღალ დონეზე.

აახენის შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთი და გერმანია ვალდებულებას იღებენ გააფართოონ თანამშრომლობა ევროპული და შიდა პოლიტიკის სფეროში, მათ შორის ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ერთობლივი დიპლომატიის პრიორიტეტად გამოცხადებულია გერმანიის გაერო-ს უშიშროების საბჭოში სრულუფლებიან წევრად მიღება. ასევე დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა სფეროებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა