სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას პროცესზე ექსპერტები დაკითხეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტები დაკითხეს. ექსპერტებმა იმ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურეს, რომელშიც გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ფიგურირებენ.

პროკურორ ლევან ჯალაღანიას განმარტებით, ექსპერტებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ვიდეომასალაში ნამდვილად მარიამ ჭანტურიაა, ნამდვილად მისი ხმაა და ვიდეომასალა დამონტაჟებული არ არის. საუბარია გიორგი ჭანტურიას მიმართ წაყენებული ბრალდების მეორე ეპიზოდზე, როლითაც, მას იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

"როდესაც პირველად ჩატარდა ჩხრეკა ჭანტურიების ოჯახში, ამის შემდეგ მარიამ ჭანტურია კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მათთვის საბედნიეროდ გამოძიებამ ვერ მიაგნო იმ იარაღებს, რომლებიც ინახებოდა მათ საცხოვრებელ სახლში და ამის შემდგომ განხორციელდა მარიამ ჭანტურიას მიმართ ფარული ჩანაწერი. მარიამ ჭანტურია აკეთებდა კომენტარს თითქოსდა იყო მონტაჟი, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნამ გააბათილა მარიამ ჭანტურიას ეს პოზიცია", - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ვერანაირი ექსპერტიზის დასკვნა, ფარული ჩანაწერი ვერ გადაწონის იმას, რომ გიორგი ჭანტურიას სახლიდან საიდანაც ორგზის ჩაატარეს ორგანოებმა ჩხრეკა ვერაფერი ვერ იპოვეს და მესამედ იპოვეს თითქოს არსენალი.

„ეს მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ მესამე ჩხრეკის დროს მოხდა იარაღების ჩადება ჭანტურიასთვის. ამის „გასაპრავებლად“ არის ფარული ჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები. ამ ჩანაწერების ერთ-ერთი მონაწილე არის საპატრულოს თანამშრომელი, თუ სრულად მოუსმენთ პროვოკაციაზე მიდის. ეს ჩანაწერი ძალიან გავს ამ თანამშრომლის დადგმულ ჩანაწერს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი