მიხეილ სააკაშვილმა იულია ტიმოშენკოს კანდიდატურის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოყენებას მხარი დაუჭირა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოყენებას მხარი დაუჭირა.

დღეს კიევში პარტია „ბატკივშინას“ მე-14 ყრილობამ დაიწყო მუშაობა, რომლის ფარგლებში, იულია ტიმოშენკო ოფიციალურად იქნება წარდგენილი, როგორც უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი.

„უკრაინას შეუძლია დიდებული ქვეყანა გახდეს, მაგრამ საამისოდ საჭიროა პოროშენკოსა და მისი „ბანდის“ მოშორება. ამიტომაც ამ რბოლაში მე წარმატებებს ვუსურვებ უკრაინას, წარმატებებს ვუსურვებ იულია ტიმოშენკოს და თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტიმოშენკოს უკვე 20 წელია იცნობს და „ბედნიერია იმით, რომ მას მეგობრად მიიჩნევს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა